რეპეტიტორები

მართა შონია

-

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სამ საგანში: ქართული, მათემატიკა და ინგლისური. თუ დასჭირდა, დავეხმარები სხვა საგნებშიც, მაგრამ არ ვამზადებ ინტენსიურად. შემიძლია, ვიარო მოსწავლესთან სახლში და ასევე საკუთარ სახლში მივიღო. მოსწავლესთან მისვლით თითო გაკვეთილის ღირებულებაა 10 ლარი, ხოლო თუ მოსწავლე მოვა ჩემთან- 8 ლარი. კვირაში ტარდება 5 გაკვეთილი და ფულს ვიღებ ყოველ კვირა-დასაწყისში ან დასასრულ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი, ხოლო თუ დასჭირდა 2 საათი. თუ მეტიც დასჭირდება, მეტსაც ვამეცადინებ. მთავარია, კარგად გაიგოს ახსნილი. კონცენტრირებული ვარ საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისა და ბავშვისთვის კომფორტული გარემოს შექმნისკენ. უპირველესად ვარ მისთვის მეგობარი და შემდეგ პედაგოგი. შეიძლება პირობებსა და თანხაზე მოლაპარაკებაც. ვცხოვრობ ვარკეთილის მე-3 მიკრო რაიონში. ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

დაწყებითი სკოლა

ფორმატი
ონლაინ და პირისპირ
სქესი
არ არის მითითებული
მდებარეობა
თბილისი
მისამართი
-
სწავლების ენები
-
გაკვეთილის ხანგრძლივობა
-
გამოცდილება
-
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ქართული ფილოლოგია
კვალიფიკაციები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) · ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
განათლების დონე
სტუდენტი
მოსწავლის დონეები
დაწყებითი სკოლა
მიზნები
-
დამატებითი ინფორმაცია
1 წელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან.

კონტაქტები გამოჩნდება რეგისტრაციის შემდეგ.